ავტოსაგზაო შემთხვევა ფოთში


ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ მაღალი სიჩქარით მოძრავი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდა ქალსა და მამაკაცს იმ დროს დაეჯახა, როდესაც ისინი ქუჩის გადაკვეთას ცდილობდნენ.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქალი მრავლობითი ტრავმით სენაკის კლინიკაში, მამაკაცი კი თავის ქალის ტრავმით ბათუმში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, ორივე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/\r
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY\r
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  \r
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.\r
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.\r
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,\r
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან