7 ნოემბრის მოვლენების საქმე


7 ნოემბრის აქციის დარბევის, ტელეიმედში შეჭრის და ბადრი პატარკაციშვილისთვის ქონების ჩამორთმევის საქმეზე 5 ყოფილი მაღალჩინოსანია ბრალდებული.
2014 წელს საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ბრალი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილს, ყოფილ გენერალურ პროკურორ ზურაბ ადეიშვილს, თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილს და დედაქალაქის ყოფილ მერს, გიგი უგულავას წარედგინათ. გამოძიება მათ ძალადობრივად უფლებამოსილების გადამეტებას და გაფლანგვას ედავება. საქმე უკვე მეოთხე წელია სასამართლოში იხილება და ბრალდების მხარე მოწმეების გამოკითხვას ასრულებს, რის შემდეგაც სასამართლოზე უკვე დაცვის მხარის მოწმეები წარდგებიან. ამ ეტაპზე გამოკითხულია 120 მოწმე. გამოძიებამ კი 300 ზე მეტი პირი დაკითხა.
პროკურორი სასამართლოში იმის დამტკიცებასაც ცდილობს, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს მოქალაქეების წინააღმდეგ მართლსაწინააღმდეგოდ მოხდა ჯარის გამოყვანა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფებმა კი უკანონოდ გამოიყენეს არალეტალური იარაღი.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან