მოლდოველი ჟურნალისტები საქართველოს პირველ არხს ესტუმრნენ


საქართველოს პირველ არხს მოლდოველი ჟურნალისტები ესტუმრნენ. ვიზიტის მიზანი ჟურნალისტების პროფესიული უნარ-ჩვევების გაუმჯობესება, საერთაშორისო პრაქტიკის გაცვლის ხელშეწყობა და გენდერული საკითხების გაშუქების გამოცდილების შესწავლაა.

ჟურნალისტები საქართველოს პირველი არხის მუშაობის პრინციპებს გაეცნენ. ასევე, ისაუბრეს გენდერულ თანასწორობაზე, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის პრიორიტეტია.

საუბარი შეეხო, როგორ უნდა იყოს გადაცემებში ინტეგრირებული სენსიტიური თემები და რა პრობლემები არსებობს ამ კუთხით.

მოლდოველი ჟურნალისტები საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ ორგანიზებით ჩამოვიდნენ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან