„ფიტჩი“ საქართველოში ინვესტიციების ზრდას პროგნოზირებს


საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო „ფიტჩი“ საქართველოში ინვესტიციების ზრდას პროგნოზირებს. რაც, შესაძლოა, ანაკლიის პროექტსაც უკავშირდებოდეს. კომპანიის ანგარიშში წერია, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2018-ში შემცირდა, თუმცა მომდევნო ორი წლის განმავლობაში, მაჩვენებლის გაზრდაა მოსალოდნელი.

სააგენტო  მთლიანი შიდა პროდუქტის, სავარაუდოდ, რვა პროცენტამდე მატებას თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების, ტრანსპორტის სექტორში მსხვილი ინვესტიციებისა და ანაკლიის პორტის განვითარებას უკავშირებს. „ფიტჩის“ პროგნოზით, გაიზრდება ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვებიც და 2019 წლის ბოლოსთვის, სამნახევარ მილიარდ დოლარს შეადგენს.




ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან