„ფიტჩის“ რეიტინგი
სარეიტინგო კომპანია „ფიტჩმა“ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „ბი ბი“ დონეზე, ხოლო პერსპექტივა სტაბილურ მაჩვენებელზე დატოვა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, რეიტინგის უცვლელად დატოვება მნიშვნელოვანი პოზიტიური ფაქტორია, რაც კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტების და ინვესტორების ნდობას და პოზიტიურად აისახება ქვეყნის ბიზნეს გარემოზე. უწყება განმარტავს, რომ სარეიტინგო კომპანიის ანგარიშის მიხედვით, რეიტინგის ძლიერ ფაქტორებს წარმოადგენს ის, რომ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მნიშვნელოვნად შემცირდა. დასახელებულია საპენსიო რეფორმა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, საერთაშორისო რეზერვების ზრდის ტენდენცია, ბიზნეს გარემო და მმართველობის ხარისხი, დოლარიზაციის შემცირების ტენდენცია. ამასთან, ერთად, სარეიტინგო კომპანია ასახელებს გამოწვევებსაც, რომელიც დღეს საქართველოს აქვს. მათ შორის არის რუსეთის სანქციები ავიამიმოსვლაზე, კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებული პოლიტიკური რისკი და გაურკვევლობა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გამო. ამასთან, სარეიტინგო კომპანია აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა მხარდაჭერილია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკისადმი ნდობას. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
„ფიტჩის“ რეიტინგი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ფიტჩის“ რეიტინგი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ფიტჩის“ რეიტინგი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ფიტჩის“ რეიტინგი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ფიტჩის“ რეიტინგი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეფასებები „ფიტჩის“ რეიტინგზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
Fitch-ის რეიტინგი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველო „ფიტჩის“ რეიტინგში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster