„ფიტჩის“ რეიტინგი
სავალუტო ფონდის მისიამ საქართველოში მუშაობა დაასრულა. ფონდი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესს დადებითად აფასებს. მისიის ხელმძღვანელი მერსედეს ვერა მარტინი აღნიშნავს, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია განათლების რეფორმის განხორციელება, რომელმაც ეკონომიკის მდგრად განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი. მისიის ხელმძღვანელმა ქვეყნის ხელისუფლებას „ფიტჩის“ რეიტინგში დაწინაურებაც მიულოცა. „ფიტჩის“ რეიტინგში საქართველოს მნიშვნელოვან წინსვლას აფასებენ ამერიკელი ექსპერტები. მათი თქმით, აღნიშნული რეიტინგი ხაზს უსვამს საქართველოს სტაბილურ ეკონომიკირ გარემოს და მნიშვნელოვანი სიგნალია საერთაშორისო ინვესტორებისთვის. ამერიკელი მკვლევარების მოსაზრებით, რეიტინგი დადებით როლს ითამაშებს საქართველო- ამერიკის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაში, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთამხბის კუთხით. „ფიტჩის“ რეიტინგში საქართველოს დაწინაურებას ქვეყნის ეკონომიკური პროგრესის აღიარებად მიიჩნევს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის პრეზიდენტი. რობერტო აზევადომ დავით ზალკალიანს ქვეყნის წინსვლა პირადად მიულოცა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
„ფიტჩის“ რეიტინგი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ფიტჩის“ რეიტინგი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ფიტჩის“ რეიტინგი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ფიტჩის“ რეიტინგი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ფიტჩის“ რეიტინგი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეფასებები „ფიტჩის“ რეიტინგზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
Fitch-ის რეიტინგი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველო „ფიტჩის“ რეიტინგში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster