საერთაშორისო მისიების მხარდაჭერა


საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების და საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერა საქართველოს. პანდემიის გამო შექმნილ რთულ ეკონომიკურ ვითარებაში საერთაშორისო პარტნიორები ჩვენს ქვეყანას ფინანსურ დახმარებას ჰპირდებიან. იმ ფონზე, როცა დაწესებული მკაცრი შეზღუდვების შედეგად ეკონომიკური ზრდის მკვეთრი შემცირებაა მოსალოდნელი, ევროკავშირი საქართველოს სწორედ ეკონომიკური გაჯანსაღებისთვის დამატებით 180 მილიონ ევროზე მეტ თანხას გრანტის სახით გამოუყოფს.

საქართველოში ეკონომიკის მკვეთრად ნეგატიურ ეფექტებს პროგნოზირებს მსოფლიო ბანკიც, რომელიც ახლა ქვეყნის დახმარების სამ მიმართულებაზე მუშაობს. საქართველოს სწრაფი მხარდაჭერის და ფინანსური დახმარების პაკეტს ამზადებს რამდენიმე  მსხვილი საფინანსო ინსტიტუტი. დახმარებასთან ერთად საერთაშორისო პარტნიორები დადებითად აფასებენ ყველა იმ ზომას, რომლებიც საქართველოში კოვიდ 19-ის გავრცელების შესაჩერებლად გატარდა და ტარდება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან