ფრაქცია „ევროპულმა საქართველომ“ სამთვიანი მუშაობის ანგარიში წარადგინა

08/10/2018
Radio Atinati-ის მიერ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ევროპულმა საქართველომ“ დემოკრატიული ჩართულობის
ცენტრში მუშაობის სამთვიანი ანგარიში წარადგინა. ფრაქციის თავმჯდომარემ ბათლომე შელიამ და წევრმა ირაკლი ღურწკაიამ საკრებულოს საქმიანობის პერიოდში მათ მიერ წამოჭრილ რამდენიმე სოციალურ და ინფრასტრუქტურლ საკითხზე გაამახვილეს ყურადღება, რომელთა ნაწილი, მატივე თქმით, გადაიჭრა, ნაწილი კი პრობლემად დარჩა.

„დღეს ვისაუბრეთ საკითხებზე, რომლებიც ხელისუფლებასთან ერთად გადავჭერით და საკითხებზე, რომლებზეც არ რეაგირებენ დღემდე. ჩვენი მიზანია მივუთითოთ შეცდომებზე და როგორ ჯობია საქმის კეთება. ეს ხელისფლება ვერ ახერხებს რეალური პრობლემების გადაწყვეტას და ამიტომაც, ჩვენი გეგმაც არის სწორედ ის, რომ მივუთით თემებზე, რომლებიც პასიურობის გამო დღემდე მოუგვარებელია“, - აღნიშნა შელიამ.

შეხვედრას, რომელიც რომელიც NDI-ის ორგანიზებით გაიმართა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები დაესწრნენ.

რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook:   / rado.atinati  
Google+: https://plus.google.com/u/1/
Twitter:   / atinati1059  
Instagram: //www.instagram.com/radioatinati1059fm/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან