რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში


რუსეთი უკრაინის დაბომბვას განაგრძობს - საოკუპაციო ძალებმა უკრაინის არმიის პოზიციებისა და დასახლებული პუნქტების მიმართულებით ხუთი საავიაციო და 40 სარაკეტო იერიში განახორციელეს. გენშტაბის ინფორმაციით, ბახმუტისა და ავდეევკის მიმართულებებით რუსი სამხედროები უკრაინის საარმიო ნაწილების თავდაცვის გარღვევას ცდილობენ. ცეცხლი გაუხსნეს ასევე ბახმუტისთვის განკუთვნილ ჰუმანიტარული დახმარების მანქანას.

უკრაინის მედია წერს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების სამხედრო აქტივობა იზრდება ოკუპირებულ მარიუპოლში და ქალაქის გარშემო. პარალელურად, ბოლო ერთი დღის განმავლობაში უკრაინის ავიაციამ რუსული ჯარების პერსონალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის უბნები ხუთჯერ დაბომბა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან