საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე აშშ-ის სენატმა შესაძლოა რეზოლუცია მოამზადოს.
გამწვავებული პოლიტიკური სიტუაცია ევროპარლამენტის შემდეგ სენატის დღის წესრიგში მოექცა. ევროპის და რეგიონული თანამშრომლობის ქვე-კომიტეტიდან ხელისუფლებამ და ოპოზიციამ შენიშვნები და მკაფიო მოწოდებები მიიღეს. არჩევნების შეფასებებისას კონგრესმენები და ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილეები ეუთო/ოდირის დასკვნას ეყრდნობოდნენ, თუმცა ხაზი გაესვა სერიოზულ დარღვევებსაც, მათ შორის საარჩევნო დავების კუთხით. კრიზისის სწრაფად გადაჭრა, პარლამენტში ოპოზიციის შესვლა, ამბიციური საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმის გატარება - ასეთია ძირითადი აქცენტები. იყო მინიშნებები მართლმსაჯულების სფეროს პოლიტიზებაზე. რეზონანსული აღმოჩნდა ნიკა მელიას საქმეზე სახელმწიფო მდივნის მოადგილის განცხადებაც.
რეაქციები არაერთგვაროვანია: „ქართული ოცნება“ და ოპოზიცია, რომელიც ახლა ევროკავშირის მედიაციით დიალოგის მეორე და სავარაუდოდ გადამწყვეტი რაუნდისთვის ემზადებიან, ამერიკელი მაღალჩინოსნების და სენატორების გზავნილებს სხვადასხვანაირად კითხულობენ.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.