პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა - მხარეთა პოზიციები
საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის არსებითი განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში 12 საათზე დაიწყო. 80 დეპუტატის ხელმოწერილი წარდგინება პლენუმს ზეპირი მოხსენებით ირაკლი კობახიძემ გააცნო. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ საკუთარ გამოსვლაში რამდენჯერმე დაადანაშაულა სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის უხეშ დარღვევაში, არგუმენტად კი კანონის 52 მუხლი მოიყვანა, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი უფლებამოსილია განახორციელოს საგარეო ვიზიტები მხოლოდ მთავრობის თანხმობის შემთხვევაში. ზურაბიშვილის მხრიდან თანხმობის მოთხოვნა და ვიზიტების პირადი სახსრებით დაფინანსება, ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციის დარღვევის აღიარებად მიიჩნია. კონსტიტუციურ წარდგინებას დაუსაბუთებელი უწოდეს პრეზიდენტის ინტერესების დამცველებმა. თამარ ჩუგოშვილმა და მაია კოპალეიშვილმა დღეს აქცენტი კონსტიტუციის 49-ე მუხლზე გააკეთეს, რომელიც პრეზიდენტის სტატუს განსაზღვრავს. მიუხედავად იმისა, რომ ეს მუხლი პრეზიდენტის უფლებამოსილებას არ ეხება, სალომე ზურაბიშვილის მხარე სწორედ მასზე დაყრდნობით მიუთითებს, რომ კანონი არ დარღვეულა და პრეზიდენტს საგარეო ვიზიტების განხორციელების უფლება ჰქონდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1... გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა - მხარეთა პოზიციები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა საკონსტიტუციო სასამართლოში

პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა - მხარეთა არგუმენტები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა
TV IMEDI
პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster