მესტიაში კორონავირუსზე ტესტირება გრძელდება
ე.წ. ლენჯერის კლასტერი გაფართოვდა. დღეს კოვიდ-19-ის კიდევ ორი შემთხვევა სწორედ სოფელ ლენჯერს უკავშირდება. ერთ-ერთი პირი, რომელსაც კოვიდინფექცია დღეს დაუდასტურდა, დაბა მესტიის მკვიდრია. მას სწრაფი „პსრ“ კვლევა ჩაუტარდა. მესტიის მუნიციპალიტეტში მყოფი მოქალაქეების ტესტირება ისევ გრძელდება. ჯამში 3500-ზე მეტი ადამიანის ბიოლოგიური მასალაა აღებული. პარალელურად, მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს თერმოსკრინინგიც. ჩაკეტილ ლენჯერის თემში დღეს ოჯახების სურსათით მომარაგება დაიწყო. საზოგადოება „წითელმა ჯვარმა“ და ადგილობრივმა ხელისუფლებამ, ლენჯერში მყოფ ყველა ოჯახს სასურსათო და ჰიგიენური საშუალებების ამანათები გადასცეს. ამანათების დარიგება ლენჯერის გარდა სხვა სოფლებშიც იგეგმება. მესტია უკვე მე-6 დღეა ჩაკეტილია და მუნიციპალიტეტში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
კორონავირუსი - ვითარება სვანეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეზღუდვები მესტიაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კორონავირუსი - ვითარება მესტიაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კორონავირუსი - ვითარება მესტიის მუნიციპალიტეტში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#COVID19-ის გავრცელების მაჩვენებელი საქართველოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ეპიდემიოლოგიური ვითარება მესტიაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ეპიდემიოლოგიური ვითარება მესტიაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster