კორონავირუსი - ვითარება მესტიის მუნიციპალიტეტში

12.08.2020 04:41

კიდევ ერთი მაღალი რისკის ზონა - მესტია. მუნიციპალიტეტში გამოვლენილი 18-კაციანი კლასტერი გაფართოვდა და „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რაოდენობა უკვე 30-ს შეადგენს. ეპიდემიოლოგთა ჯგუფები დამატებით 1 000 ადამიანის ტესტირების პასუხებს ელოდებიან. კვლევები გრძელდება - კვირის ბოლომდე შესამოწმებელია კიდევ 2 000-მდე პირი. ბოლო მონაცემებით, გადაადგილების შეზღუდვების ამოქმედების შემდეგ, მესტიის მუნიციპალიტეტი უკვე 900-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა, რომლებიც საკარანტინო ზონებში გადაანაწილეს. დაბა მესტიაში, ლენჯერსა და უშგულში საკარანტინო რეჟიმი ძალაში რჩება, რადგან ეპიდემიოლოგები მუნიციპალიტეტის მასშტაბით ინფიცირების მაჩვენებლებს ჯერ ისევ საფრთხისშემცველად მიიჩნევენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო