მესტიაში კორონავირუსზე ტესტირება გრძელდება


ე.წ. ლენჯერის კლასტერი გაფართოვდა. დღეს კოვიდ-19-ის კიდევ ორი შემთხვევა სწორედ სოფელ ლენჯერს უკავშირდება. ერთ-ერთი პირი, რომელსაც კოვიდინფექცია დღეს დაუდასტურდა, დაბა მესტიის მკვიდრია. მას სწრაფი „პსრ“ კვლევა ჩაუტარდა. მესტიის მუნიციპალიტეტში მყოფი მოქალაქეების ტესტირება ისევ გრძელდება. ჯამში 3500-ზე მეტი ადამიანის ბიოლოგიური მასალაა აღებული. პარალელურად, მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს თერმოსკრინინგიც. ჩაკეტილ ლენჯერის თემში დღეს ოჯახების სურსათით მომარაგება დაიწყო. საზოგადოება „წითელმა ჯვარმა“ და ადგილობრივმა ხელისუფლებამ, ლენჯერში მყოფ ყველა ოჯახს სასურსათო და ჰიგიენური საშუალებების ამანათები გადასცეს. ამანათების დარიგება ლენჯერის გარდა სხვა სოფლებშიც იგეგმება. მესტია უკვე მე-6 დღეა ჩაკეტილია და მუნიციპალიტეტში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან