38-ე უბნის კომისიის წევრების დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი დადგება

10/12/2016
Radio Atinati-ის მიერ

განმუხურის 38-ე საარჩევნო უბნის შედეგების გაუქმებასთან დაკავშირებით, რომელიც კომისიის თავმჯდომარის მიერ უბნის დატოვებას გამოიწვია, 67-ე საოლქო საარჩევნო უბნის თავმჯდომარე მირანდა მესხმა განმარტება გააკეთა.
მისი თქმით, კომისიის თავმჯდომარემ უბანი დატოვა, ადგილზე მისულლ ცესკო-ს წარმომადგენლებს კი უბანში არეულობა დახვდათ.
„ბათილი ბიულეტენები ცალკე ეყარა, კომისიის წევრები არ ესწრებოდნენ, დალუქული დოკუმენტაცია გახსნილი დახვდათ, მდივანი მოსაყვანი გახდა “, - აღნიშნა მესხმა.
რადიო „ათინათის“ შეკითხვაზე, იყო თუ არა მისთვის ცნობილი, რომ კომისიის თავმჯდომარე უბნის დატოვებას აპირებდა, მესხმა გვიპასუხა, რომ უბანში არეულობის შესახებ იცოდა, თუმცა უბნის დატოვების შესახებ თავმჯდომარის გადაწყვეტილება მისთვის უცნობი იყო.
თუმცა რადიო „ათინათის“ მიერ გადაღებულ ვიდეო მასალაში ჩანს, რომ კომისიის თავმჯდომარე აღნიშნული უბნის დატოვების შესახებ საუბრობს.
მესხი აქვე განმარტავს, რომ განმუხურის 38-ე უბნის ცამეტივე კომისიის წევრის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხს დღევანდელ სხდომაზე გაიტანს.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook:   / rado.atinati.  .
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან