გაერთიანებული ოპოზიცია მმართველი პარტიას ზუგდიდში პლაკატების ჩამოხევაში ადანაშაულებს

07.05.2019 01:06

გაერთიანებული ოპოზიცია მმართველი პარტიის აქტივისტებს სანდრა რულოვსის პლაკატების ჩამოხევაში ადანაშაულებს. ამის შესახებ გაერთიანების ზუგდიდის საარჩევნო შტაბში პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე ისაუბრა. მისივე თქმით, გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერებს ხუთ მაისს პოლიციამ და ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა ხელი შეუშალეს პლაკატების გაკვრაში, რაც, მისივე მტკიცებით, კანონდარღვევაა. გარდა ამისა, მან ჟურნალისტებს ვიდეო მასალები წარუდგინა და შესაბამის ორგანოებს ამ ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდა. „5 მაისს გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატის სანდრა რულოვსის მხარდამჭერი ახალგაზრდები აკრავდნენ პლაკატებს, როდესაც მათ მიუვარდნენ უცნობი პირები, იმისთვის, რომ მათთვის ხელი შეეშალათ, ასევე ძალიან მალე ადგილზე გამოცხადდა ქალაქის პოლიცია და მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები. ისინი ასევე ცდილობდნენ ხელი შეეშალათ ახალგაზრდებისთვის აღნიშნული პლაკატების გაკვრაში. ამავდროულად, "ქართული ოცნების" აქტივისტები ფაქტობრივად მთელ ქალაქში ახდენენ ჩვენი კანდიდატის პლაკატებზე საკუთარი კანდიდატის პლაკატის გადაკვრას და სანდრა რულოვსის პლაკატის ჩამოხევას, რაც არის კანონის დარღვევა და ამაში მათ ეხმარება მერიის თანამშრომლები , ისევე, როგორც პოლიცია. მე მოვუწოდებ ივანიშვილს, რომ ქვეყნის ინტერესების საზიანოდ ნუ ახდენს ყველა ინსტიტუტის პოლიტიზირებას“, - აღნიშნა ბოკუჩავამ. მისივე ინფორმაციით, სოფელ ინგირში მათი კანდიდატის პლაკატი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა თენგო აბულაძემ ჩამოხია. მისივე თქმით, აბულაძის მეუღლე ზუგდიდის მერიის თანამშრომელია. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

გაერთიანებული ოპოზიცია მმართველ პარტიას ნეპოტიზმში ადანაშაულებს
01:39

გაერთიანებული ოპოზიცია მმართველ პარტიას ნეპოტიზმში ადანაშაულ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„ქართული ოცნება“: ენმ-ისთვის ზუგდიდში კამპანიის წარმოება რთულია, ამიტომაც სპეცკულაციებს ეწევიან
02:57

„ქართული ოცნება“: ენმ-ისთვის ზუგდიდში კამპანიის წარმოება რთუ...

Radio Atinati

არჩევნები 2019 - ცესკოს პირველადი მონაცემები
02:12

არჩევნები 2019 - ცესკოს პირველადი მონაცემები

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

\"ქართული ოცნების\" ზუგდიდის შტაბი: ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას
01:48

"ქართული ოცნების" ზუგდიდის შტაბი: ვემიჯნებით ყოველგვარ ძალად...

Radio Atinati

ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა
03:35

ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები და შეფასებები
05:19

საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები და შეფასებები

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

#არჩევნები2020 „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიში
02:19

#არჩევნები2020 „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ან...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ვითარება ახალქალაქში
06:24

ვითარება ახალქალაქში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო