გამოძიება ელენოვკაში სამხედრო ტყვეების მკვლელობის ფაქტზე
უკრაინულმა მხარემ ელენოვკაში დაღუპული სამხედრო ტყვეების დაბრუნების პროცესი დაიწყო. ინფორმაციას ოფიციალური კიევი ავრცელებს. პარალელურად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დაღუპულთა სიას აქვეყნებს, თუმცა, უკრაინაში აცხადებენ, რომ ოფიციალურად ეს ინფორმაცია მოსკოვიდან ჯერ არ მიუღიათ. რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ კოლონიაზე დარტყმას 50-ზე მეტი უკრაინელი ტყვე ემსხვერპლა. მოსკოვი და კიევი მომხდარში ერთმანეთს ადანაშაულებენ. წითელ ჯვარში აცხადებენ, რომ დაჭრილების დროულად ევაკუაციის მიზნით, ელენოვკის კოლონიაში შესვლას ეცდებიან. რუსეთის ცნობით, დარტყმის შედეგად ათეულობით ტყვე დაიჭრა და ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. მომხდარს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი. ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ აღიარება მოითხოვა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
გამოძიება ელენოვკაში სამხედრო ტყვეების მკვლელობის ფაქტზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გამოძიება ელენოვკაში ტყვეების მკვლელობის საქმეზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი ქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„მიმდინარეობს გამოძიება"
info9 info99
გამოძიება
Shorena Smali
ხანძარი ბათუმში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გამოძიება სუს-ში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გამოძიება ქართველი სამხედროების საქმეზე
მთავარი არხი • Mtavari Arkhi