გამოძიება სუს-ში
ხელისუფლების დამხობის მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ექვსი მოწმის გამოკითხვა იგეგმება. მოწმეები უწყებაში 14:00 საათიდან არიან დაბარებულები. მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ძიება 2020 წლის 1 ოქტომბერს დაიწყო 315-ე მუხლის პირველი ნაწილით. უწყების განცხადებით, საქმეზე გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა ოპერატიული ინფორმაცია, რომლის მიხედვით, კონკრეტული პირები საპარლამენტო არჩევნებში მათთვის არასასურველი შედეგის შემთხვევაში გეგმავდნენ მოეხდინათ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა, რა მიზნითაც ყოფილი სამართალდამცავი და სამხედრო მოსამსახურეების რიგებიდან აკომპლექტებდნენ მობილურ ჯგუფებს. გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხა მოქალაქე, რომელმაც საქართველოს პარლამენტის წევრს ზემოაღნიშნული სიები მიაწოდა. უწყებაში დღეს სწორედ აღნიშნული სიის წევრების გამოკითხვა იგეგმება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
გამოძიება სუს-ში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 3 ოქტომბერი, 2023 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ზუგდიდის ყოფილი მერის განცხადება სრულად
Radio Atinati
#არჩევნები2020 გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#არჩევნები2020 გამოკითხვა სუს-ში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბრიფინგი სუს-ში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გამოკითხვა სუს-ში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სრულიად აბსურდულ საქმეზე პატიოსან ადამიანებს სუს-ში დაატარებ...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia