პრემიერ-მინისტრი ქუთაისის აეროპორტში
პრემიერ-მინისტრი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობის პროცესს გაეცნო, რომელიც ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. მსოფლიო პანდემიის გამოწვევების გათვალისწინებით, საქართველოს აეროპორტებში უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტები აქტიურად ინერგება. გიორგი გახარიასთან ერთად პროცესს ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი და იმერეთის გუბერნატორი გაეცნენ. მიმდინარეობს პროექტის მეორე ფაზით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოები. მთავრობის მეთაურმა დეტალური ინფორმაცია ეკონომიკის სამინისტროს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელისგან მიიღო. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა გამართული, თანამედროვე ინფრასტრუქტურის მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის და აღნიშნა, რომ სწორედ ამიტომ, მსხვილი და მასშტაბური პროექტების განხორცილებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. პოლონური კომპანია აეროპორტში თანამედროვე სისტემებს ამონტაჟებს, რაც მგზავრობას კიდევ უფრო კომფორტულს გახდის. პრემიერმა აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტების მიზანია ქვეყნის ეკონომიკის წინსვლა და განვითარებაა, რაც საბოლოო ჯამში თოთოეული ოჯახის კეთილდღეობაზე აისახება. სწორედ პირველი ივლისიდან იხსნება საჰაერო მიმოსვლა. აეროპორტებში დამონტაჟდება სკანერები, იმისათვის რომ მგზავრების შემოწმება, სოციალური დისტანციის დაცვით მაქსიმალურად კომფორტულად მოხდეს. აუცილებელია პირბადის გამოყენება. საეჭვო სიმპტომების შემთხვევაში კი დამატებითი კვლევები ჩატარდება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
364 დღეში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რკინიგზა შევა
Giorgi Kvirikashvili
მოგზაურობა მარტივდება
Giorgi Kvirikashvili
პრემიერ-მინისტრი იმერეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი საქართველოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრემიერ-მინისტრის ვიზიტი იორდანიაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრემიერმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წელი შეაჯამა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტი საქართველოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სომხეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი საქართველოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster