რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
საომარი მოქმედებები გრძელდება უკრაინაში. რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, უკრაინის ძალებმა ყირიმის მიმართულებით ერთდროულად 42 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს. სამინისტროს მტკიცებით, ყირიმის თავზე ცხრა დრონი საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა, 33 კი რადიოელექტრონული საშუალებებით ჩაახშეს და მიზნამდე მიღწევამდე ჩამოაგდეს. გასული ღამის განმავლობაში, აფეთქებებისა და უპილოტო საფრენი აპარატების განადგურების შესახებ იტყობინებოდნენ ყირიმის ნახევარკუნძულის რამდენიმე რაიონის მცხოვრებლები. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ცნობებით, რამდენიმე დრონი სევასტოპოლის რაიონში ჩამოაგდეს. ამასთან, უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსეთის მიერ ოდესის ოლქის მიმართულებით გაშვებული ოთხივე რაკეტა და ერთი დრონი გაანადგურეს. როგორც უკრაინის საჰაერო ძალებში აღნიშნავენ, ღამით ოკუპანტებმა საჰაერო და საზღვაო ბაზირების რაკეტები გაუშვეს შავი და აზოვის ზღვების აკვატორიებიდან. კერძოდ, რუსეთმა უკრაინის სამხრეთი ოლქების მიმართულებით Х-59-ის ტიპის ორი საავიაციო და „კალიბრის“ ტიპის ორი ფრთოსანი რაკეტა გაუშვა. გარდა ამისა, რუსეთის ძალებმა დნეპროპეტროვსკისკენ გაუშვეს „შაჰიდის“ ტიპის კამიკაძე დრონი. ხუთივე სამიზნე უკრაინის საჰაერო ძალების მიერ განადგურებულია. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster