ჯანდაცვის სამინისტრო პრევენციულ ღონისძიებებს განახორციელებს


ჯანდაცვის სამინისტრო პრევენციულ ღონისძიებებს განახორციელებს. ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსულ მგზავრებს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, მედიკოსები სპეციალური კითხვარისა და თერმული სკრინინგის საშუალებით შეამოწმებენ.

სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში კი მათ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. უწყებაში საკოორდინაციო სხდომა გაიმართა, სადაც კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, პრევენციული ღონისძიებების შესახებ იმსჯელეს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ცნობით, აეროპორტში ეპიდემიოლოგიური სამსახური იქამდე იმუშავებს, ვიდრე მსგავსი შემოწმების შეწყვეტის რეკომენდაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ გასცემს. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ჩინეთმა განკურნებული პაციენტების შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად გაავრცელა. ასევე მიმდინარეობს მუშაობა შესაბამის ვაქცინაზე.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან