ესთეტიკური ცენტრებისა და სილამაზის სალონების რეგისტრაცია სავალდებულო ხდება

27.09.2016 02:33

„ესთეტიკური ცენტრებისა და სილამაზის სალონების რეგისტრაცია სავალდებულო ხდება. 1-ლი ოქტომბრიდან, ყველა ის დაწესებულება, რომელიც რეგისტრაციის გარეშე განაგრძობს საქმიანობას, დაჯარიმდება,“ - აღნიშნული განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ვალერი კვარაცხელიამ გააკეთა. ცვლილება „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შედის. ესთეტიკური ცენტრებისა და სილამაზის სალონების სავალდებულო რეგისტრაცია C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, ინფექციების პრევენციისა და სანიტარული ნორმების დაცვის მიზნით ხორციელდება. ცვლილების შესაბამისად, ინფექციების პრევენციის მიზნით, ესთეტიკური და კოსმეტიკური ცენტრები 1-ელ ოქტომბრამდე ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში უნდა დარეგისტრირდნენ. ამისთვის, საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებმა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა მიმართონ. რეგისტრაციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შრომის, ჯანმრთელობისა და სოაციალური დაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზეა განთავსებული: http://www.moh.gov.ge/index.php?lang_... 1-ელი ოქტომბრის შემდეგ, მონიტორინგს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურები მთელი ქვეყნის მასშტაბით განახორციელებენ. არარეგისტრირებულ დაწესებულებებს კი ფულადი სანქცია დაეკისრებათ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ინფექციის გავრცელების მიმართულებით პრევენციული ღონისძიებებისა და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ინფექციის დროული გამოვლენის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ჩვენ გავაძლიერეთ სკრინინგი, სტაციონარებს დაევალათ, რომ ყველა პაციენტი შემოწმდეს C ჰეპატიტზე,მომავალი წლიდან კი ვგეგმავთ, ამბულატორიებზეც იგივე ღონისძიებები გავატაროთ. ამას გარდა რეგიონალურ ცენტრებში ყველგან მიმდინარეობს სკრინინგი, ასევე სკრინინგი ხდება მოძრავი ამბულატორიების მეშვეობით, ეს მოგვცემს საშუალებას, რომ C ჰეპატიტის ელიმინაცია ქვეყანაში იმაზე ადრე განხორციელდეს, ვიდრე ვპროგნოზირებდით,“ - განაცხადა ვალერი კვარაცხელიამ. მანვე მკურნალობის პროცესში ჩართული და მომლოდინე პაციენტების შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია წარმოადგინა. „ამ დროისთვის პროგრამაში 24.000 ადამიანია რეგისტრირებული, განკურნების მაჩვენებელი კი 90%-ს შეადგენს,“ - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ესთეტიკური ცენტრებისა და სილამაზის სალონების რეგისტრაცია სავალდებულო ხდება
00:51

ესთეტიკური ცენტრებისა და სილამაზის სალონების რეგისტრაცია სავ...

დევნილთა და ჯანდაცვის სამინისტრო

ესთეტიკური ცენტრებისა და სილამაზის სალონის რეგისტრაცია სავალდებულო ხდება
01:12

ესთეტიკური ცენტრებისა და სილამაზის სალონის რეგისტრაცია სავალ...

დევნილთა და ჯანდაცვის სამინისტრო

ესთეტიკური ცენტრებისა და სილამაზის სალონის რეგისტრაცია სავალდებულო ხდება 28.09.2016
01:38

ესთეტიკური ცენტრებისა და სილამაზის სალონის რეგისტრაცია სავალ...

Tv Dia

როგორ დაეხმარება მთავრობა ბიზნესს და მოქალაქეებს? - 1.1 მილიარდიანი პაკეტი
10:29

როგორ დაეხმარება მთავრობა ბიზნესს და მოქალაქეებს? - 1.1 მილი...

Business Media Georgia

რა ახალი შეზღუდვები ამოქმედდება საქართველოში 28 ნოემბრიდან - პრემიერის განცხადება
06:06

რა ახალი შეზღუდვები ამოქმედდება საქართველოში 28 ნოემბრიდან -...

Trialeti TV

წესები სილამაზის სალონებში
05:40

წესები სილამაზის სალონებში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მთავრობა ეკონომიკის გახსნის პროცესს აჩქარებს
04:03

მთავრობა ეკონომიკის გახსნის პროცესს აჩქარებს

პირველი არხი - ბიზნესპარტნიორი

დღეს სილამაზის სალონები და ესტეთიკური ცენტრები გაიხსნა
15:23

დღეს სილამაზის სალონები და ესტეთიკური ცენტრები გაიხსნა

TV IMEDI

ყველა ვიდეო