ენგურის ხიდზე საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა. დღეიდან ორმხრივი მიმოსვლა შეუფერხებლად მიმდინარეობს,
ამის შესახებ რადიო „ათინათს“ გალის რაიონის მცხოვრებლებმა უთხრეს.
„საზღვარი ყველასთვის გახსნილია, არანაირი თანხა არ არის გადასახდელი“, - აღნიშნა გალიდან მომავალმა მოქალაქემ.
აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით, 22 ნოებრიდან ადმინისტრაციულ საზღვარზე შეზღუდვები დაწესდა, აფხაზეთიდან სამეგრელოს მიმართულებით მხოლოდ ქალებს და ბავშვებს ატარებდნენ. მამაკაცებს კი ოკუპირებული ტერიტორიის დატოვების უფლებას არ აძლევდნენ. აღნიშნული ზომები, სავარაუდოდ, სოხუმში 22 ნოემბერს მომხდარ მკვლელობას უკავშირდებოდა.
ცნობისთვის, სოხუმის ცენტრში ატეხილი ორმხრივი სროლის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, სამი კი დაიჭრა, მათ შორის ახალგაზრდა ქალი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI
Twitter: https://twitter.com/Atinati1059
Instagram: //www.instagram.com/radioatinati1059fm/