ევროკავშირის საბჭოს რეკომენდაცია


გადაწყვეტილება, რომელსაც ქართული მხარე ბრიუსელიდან განსაკუთრებული ინტერესით ელოდა.

საქართველო იმ 15 ქვეყნის სიაშია, რომლებთანაც პირველი ივლისიდან ევროკავშირი საზღვრების გახსნას დასაშვებად მიიჩნევს. სწორედ ამ რეკომენდაციას აძლევს ევროკავშირის საბჭო საკუთარ წევრ სახელმწიფოებს. ერთ-ერთი კრიტერიუმი, რომელიც გადაწყვეტილების მიღების დროს გაითვალისწინეს, კონკრეტულ ქვეყანაში არსებული ეპიდემილოგიური ვითარება და ვირუსის გავრცელების მაჩვენებლებია.

სია ყოველ ორ კვირაში გადაიხედება და იმოქმედებს სპეციალური რეგულაციები, რომელთა დაცვა საზღვრის კვეთის დროს აუცილებელი იქნება. საინტერესოა, დააჩქარებს თუ არა ბრიუსელის გადაწყვეტილება საქართველოს საზღვრების გახსნას, რომელიც პირველი ივლისიდან იგეგმებოდა, თუმცა ივლისის ბოლომდე გადაიდო. 

თემაზე ანა ბროლაძე მუშაობდა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან