ევროკომისიის კითხვარის პირველ ნაწილზე მუშაობა დასრულდა
369 შეკითხვაზე პასუხები გაცემულია. ბრიუსელიდან მიღებული მთავარი კითხვარი შეივსო. ახლა ბოლო ეტაპი, ანუ კითხვარის მეორე ნაწილზე მუშაობა იწყება. 33 თავი, 2 300-მდე კითხვა - საქართველოს 13 მაისამდე აქვს ვადა იმისთვის, რომ საკმაოდ მოცულობითი დოკუმენტი შეავსოს, რის შემდეგაც პასუხების ბრიუსელში გაგზავნის. ევროკომისიის შეფასების და შესაბამისი რეკომენდაციის გაცემის დრო დგება - იმსახურებს თუ არა ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს. კითხვარის მეორე ნაწილი ძირითადად სექტორულ მიმართულებებს მოიცავს და იმის გარკვევას ისახავს მიზნად, თუ რამდენად შეესაბამება კონკრეტულ დარგებში ქართული კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობას. მოლოდინი ოპტიმისტურია. ოფიციალურ თბილისს იმედი აქვს, რომ ევროკომისიის რეკომენდაცია და ევროპული საბჭოს პოლიტიკური გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნად აქცევს. ოპონენტების არაერთი მოწოდების მიუხედავად, სახელმწიფო უწყებების მიერ გაცემული პასუხები საჯარო არ იქნება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საქართველომ ევროკომისიისგან მიღებული კითხვარის პირველ ნაწილზ...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
ევროკომისიის ანგარიში - პოლიტიკური შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროკავშირის კითხვარი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველომ ევროკავშირს კითხვარის პირველი ნაწილი გადასცა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველომ ევროკავშირს კითხვარის პირველი ნაწილი გადასცა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ირაკლი ღარიბაშვილმა კარლ ჰარცელს ევროკავშირის კითხვარის მეორ...
MULTIMEDIA GE
ირაკლი ღარიბაშვილმა კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის შევს...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
საქართველომ ევროკავშირს კითხვარის პირველი ნაწილი გადასცა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster