„ევროპული საქართველოს“ გადაწყვეტილება

05.02.2020 01:06

„ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ ჯანდაცვის მინისტრს საჯაროდ მიმართავენ იმ კითხვებით, რომელიც საზოგადოებას აქვს და გამოსვლას არ დაესწრებიან. ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, ერთ-ერთი კითხვა 520-ე დადგენილებას ეხება. ჭიაბერაშვილი მიიჩნევს, რომ ეს დადგენილება უმძიმეს მდგომარეობაში აყენებს საავადმყოფოებს. დეპუტატის განცხადებით, კითხვები ასევე შეეხება მედიკამენტების გაძვირებას, საარსებო შემწეობის მოხსნას, ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას, სოციალური მუშაკების სამსახურიდან გათავისუფლებასა და შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის შეფასების სოციალურ მოდელს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო