პროექტის „მეფე ერეკლე ინგლისურ პრესაში“ პრეზენტაცია
10 სექტემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე საქართველოს ხელოვნების სასახლეს (თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმს) ეწვია. მინისტრი დაესწრო პროექტის „მეფე ერეკლე ინგლისურ პრესაში“ პრეზენტაციას, რომლის ფარგლებშიც მიმდინარე წლის აგვისტოში ირლანდიის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ხელოვნების სასახლეს დღემდე უცნობი უნიკალური დოკუმენტების დიდი კოლექცია გადასცა. კოლექცია მოიცავს 1649-1798 წლებში ინგლისურ პრესაში დაბეჭდილ ცნობებს საქართველოსა და მეფე ერეკლეს შესახებ. 500-ზე მეტი ბეჭდური ასლი ქართული ისტორიოგრაფიისთვის მნიშვნელოვან ცნობებს აერთიანებს, პერიოდულ პრესაში აღწერილია მეფე ერეკლეს რამდენიმე გმირული ბრძოლა, განსაკუთრებით ხაზგასმულია მისი ავტორიტეტი იმდროინდელ მსოფლიოში და ა.შ. დოკუმენტების კოლექცია ასევე მოიცავს ცნობებს XVIII - XIX საუკუნეების საქართველოს შესახებ. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია უცნობი წყაროების თარგმნა ქართულ ენაზე და მისი სამეცნიერო მიმოქცევაში შემოტანა. მინისტრმა მუზეუმის საგამოფენო დარბაზებთან ერთად დაათვალიერა სიძველეთსაცავის უნიკალური ფონდები, იშვიათი ხელნაწერები, რარიტეტული გამოცემები და ძვირფასი ტილოები, მათ შორის ფიროსმანის, ლადო გუდიაშვილისა და ელენე ახვლედიანის შედევრები. http://www.culture.gov.ge/ / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
პროექტი „მეფე ერეკლე ინგლისურ პრესაში“
culturegovge culturegovge
ქართული, V კლასი - ,,ერეკლე მეფე და ანანურელი ულამაზოები“ #ტ...
პირველი არხი #ტელესკოლა
მოძრავი აკადემია - ისტორიის საამქრო - როგორ მოხვდა რუსეთი სა...
სამოქალაქო დარბაზი
მეფე ერეკლე II - ისტორიკოსი გოგა დარასელია | „ჩემი ისტორია"
აზროვნების აკადემია
საქართველოს ისტორია ეპიზოდი 15
Tit Vi
მწარე პოდკასტი, ეპიზოდი 17. მითები და რეალობა კრწანისის ბრძო...
Bitter Podcast
ქართული ისტორიული სამოსი
culturegovge culturegovge
რეფორმატორი ქართველი მეფეები...
ფაქტები საქართველოდან