ბათილ უბნებზე განმეორებითი კენჭისყრის გამართვის ბოლო ვადა 22 ოქტომბერია

10/12/2016
Radio Atinati-ის მიერ

67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის დასკვნით შეხვედრაზე სხვადასხვა საარჩევნო უბნიდან შემოსული საჩივრები განიხილეს და კომისიების წევრებსა და თავმჯდომარეებსს სხვადასხვა შესაბამისი დისციპლინური პასუხისმგებლობა დააკისრეს.

რაც შეეხება განმუხურის 38-ე უბანს, კომისიის წევრების გამოუცხადებლობის გამო, ამ ეტაპზე, საოლქო საარჩევნო კომისია მათთვის საყვედურების გამოცხადებით შემოიფარგლა. მირანდმა მესხმა აღნიშნა, რომ მათი დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხზე აუცილებლად იმსჯელებენ.

67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ბათილად ცნობილ უბნებზე განმეორებითი კენჭისყრა 22 ოქტომბრამდე უნდა ჩატარდეს. საუბარია ჯიხაშკარის 108-ე, 79-ე და განმუხურის 38-ე უბნებზე.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook:   / rado.atinati.  .
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან