პეტიცია სააკაშვილის სასჯელის გადავადების მოთხოვნით
12/28/2022
საზოგადოების ნაწილის მწვავე პროტესტის ფონზე მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად ხელმოწერები გროვდება.
პროცესს სათავეში ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი უდგას, რომელიც სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანის აუცილებლობას ცენტრ „ემპათიის“ და სახალხო დამცველის ექიმთა კონსილიუმის მიერ მომზადებული დასკვნებით ამყარებს. ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი, რომელმაც პრეზიდენტობის დროს, არაერთი მიმართვის მიუხედავად, წინამორბედი არ შეიწყალა, ხელისუფლებას სააკაშვილის წამებით სასიკვდილო განაჩენის გამოტანაში ადანაშაულებს. სწორედ მარგველაშვილის ინიციატივით სასჯელის გადასავადებლად მომზადებული ყოფილი თანამდებობის პირების ერთობლივი მიმართვა დღეს მოქალაქეთა ნაწილის ხელმოწერებითაც გაფართოვდა. ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებდა, თუმცა სააკაშვილის დაკავების შემდეგ ექს-პრეზიდენტის მიმართ პოზიცია რადიკალურად შეცვალა.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.