ლურჯი სუფრის სახელოსნო

09.12.2011

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით გაიხსნა ტრადიციული ქართული, ლურჯი სუფრის სახელოსნო. სამინისტროს ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით აღდგა ლურჯი სუფრის დამზადების ტექნოლოგიური პროცესი და აპ. ქუთათელაძის სახ. სამხატვროს აკადემიის ტერიტორიაზე შეიქმნა სახელოსნო, რომელიც შესაბამისი დანადგარებით აღიჭურვა და დაიწყო ლურჯი სუფრების წარმოება. პროექტის შემსრულებლები არიან ტექსტილის დიზაინის მიმართულების პედაგოგები თინათინ კლდიაშვილი და ქეთევან ქავთარაძე. ამასთანავე ლურჯი სუფრის წარმოების ტექნოლოგიას შეისწავლიან და დაეუფლებიან აკადემიის სტუდენტებიც. web-page: http://www.mcs.gov.ge faceebook: http://www.facebook.com/culturegovge twitter: http://twitter.com/#!/CULTUREgovge youtube:    / culturegovge   flickr: http://www.flickr.com/photos/cultureg... myvideo: http://www.myvideo.ge/?user_id=855045

გაზიარება: