ლურჯი სუფრები მილანის საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვაზე

11/25/2014
culturegovge culturegovge-ის მიერ

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, მილანში რეწვის ნიმუშების რიგით მე-19 საერთაშორისო საშობაო გამოფენა-გაყიდვაზე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია „ლურჯ სუფრა“ თავის ნამუშევრებს წარადგენს. ამ თემასთან დაკავშირებით, 25 ნოემბერს, კულტურის სამინისტროში გაიმართა პრესკონფერენცია, რომელსაც მინისტრი მიხეილ გიორგაძე, სამხატვრო აკადემიის რექტორი გია გუგუშვილი და სამხატვრო აკადემიასთან არსებული სახელოსნოს „ლურჯი სუფრა“ ხელმძღვანელი თინათინ კლდიაშვილი გაუძღვნენ.
„L’ARTIGIANO IN FIERA” - ქ. მილანში, რიგით მე-19 საერთაშორისო საშობაო გამოფენა 29 ნოემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით იმართება. 10 დღის განმავლობაში ტრადიციულ ქართულ ლურჯ სუფრასთან ერთად გამოფენაზე ამავე მოტივებზე შექმნილი ტრადიციული რეწვის სხვადასხვა ტექნოლოგიით შესრულებული ნიმუშები იქნება გამოფენილი - ბატიკის, მინანქრის, კერამიკის უძველესი ქართული ტექნოლოგიით შესრულებული ნამუშევრები.
გამოფენაზე მსოფლიოს 19 ქვეყნის 3000-მდე კომპანიის მიერ დამზადებული პროდუქცია იქნება ექსპონირებული. ქართული გამოფენა ევროპიულ ნაწილში იქნება განთავსებული.
საქართველოში მე-18 საუკუნიდან გავრცელებული იყო დაჩითული ქსოვილი, რომლის დეკორატიულ მორთულობას წარმოადგენდა ყოფითი მოტივებიდან აღებული სხვადასხვა დეკორატიული ატრიბუტები.
მასალად ტრადიციულად გამოიყენებოდა სელისა და ბამბის ქსოვილი, რის შედეგადაც ლურჯი სუფრის ფონი მერყეობდა ღია ლურჯიდან მუქ ლურჯ ფერამდე. ძირითადი დეკორატიული მოტივების განაწილებას თვითონ ოსტატი განსაზღვრავდა.
ლურჯი სუფრა, მისი საყოფაცხოვრებო დანიშნულების გარდა, ისეთ რიტუალურ ხასიათსაც ატარებდა, როგორიცაა საქორწინო ნადიმი, საეკლესიო დღეობა და ა. შ. აღმოსავლეთ საქართველოს სამეფო კარზე მიღებული ეტიკეტით კი დარბაზობის დროს კარისკაცთა პურობისათვის ყოფილა განკუთვნილი.


http://www.culture.gov.ge/
http://www.facebook.com/culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან