თბილისის წიგნის XV საერთაშორისო ფესტივალი

05/24/2013
culturegovge culturegovge-ის მიერ

„ექსპო ჯორჯიას\" მე-11 პავილიონში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ თბილისის წიგნის XV საერთაშორისო ფესტივალი გახსნა.

წიგნის ოთხდღიანი საიუბილეო ბაზრობა წელს, 23-26 მაისს, \"ექსპო ჯორჯიას\" მე-11 პავილიონში ტარდება და მასში 66 გამომცემლობა, წიგნის გამავრცელებელი კომპანია, მაღაზია და საერთაშორისო ორგანიზაცია იღებს მონაწილეობას.

ასევე 23 მაისს, მწერლის სახლში, ჩატარდა ფესტივალის კატალოგის პრეზენტაცია, კაფე \"ლიგამუსში\" კი გაიმართა ლიტერატურული პორტალის librivivi.ge-ს პრეზენტაცია და შეხვედრები დათო ტურაშვილთან და ლევან ბერძენიშვილთან.

ბაზრობის ფარგლებში ჩატარდება წიგნების პრეზენტაციები და მწერალთა კითხვები, როგორც მთავარ სცენაზე, ისე გამომცემლობების სტენდებთან.

ფესტივალი დაიხურება 26 მაისს, 21 საათზე \"პოეზიის ღამით\", რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ თანამედროვე ქართველი პოეტები (რატი ამაღლობელი, შოთა იათაშვილი, ალექს ჩიღვინაძე, პაატა შამუგია და სხვა).

თბილისის წიგნის XV საერთაშორისო ფესტივალი 1998 წლიდან იმართება.

ფესტივალი იმართება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის მხარდაჭერით.

http://www.culture.gov.ge/
  / culturegovge  
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან