მუშების აქცია უშედეგოდ დასრულდა

09/20/2016
Radio Atinati-ის მიერ

ზუგდიდში, მერიის წინ შეკრებილმა მუშებმა ადმინისტრაციულ შენობაში შესვლა ცადეს, თუმცა ამის საშუალება სამართალდამცავებმა არ მისცეს. მოგვიანებით, სამ მათგანს მერიის ადმინისტრაციის უფროსი იდა ქვარაია შეხვდა, თუმცა კონკრეტული პასუხი ვერ მიიღეს. მუშების თქმით, ქვარაია მათ ინფორმაციის მერისთვის მიწოდებას დაჰპირდა.

მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ისინი პერმანენტულ აქციებს გამართავენ.

ცნობისთვის, მუშები კუთვნილი ხელფასის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს პერიოდულად მართავენ. მათ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც რამდენჯერმე შეხვდნენ. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ქვაფენილები შპს-მ \"ამი 2014\" დააგო. ზუგდიდის მერიას კომპანიისთვის შესრულებული სამუშაოსთვის თანხა დარიცხული აქვს.

რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook:   / rado.atinati.  .
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან