დედამიწის საათი - მსოფლიო ღონისძიებას თბილისიც შეუერთდა


დედამიწის საათის გლობალური აქციის ფარგლებში, ელექტროენერგია გამოირთო გუშინ „დინამო არენაზე“. მსოფლიო ღონისძიებას თბილისიც შეუერთდა. ერთი საათით გაითიშა ორბელიანების სასახლის განათება. ელექტროენერგია გამორთეს მთავრობის ადმინისტრაციაშიც. საღამოს ცხრის ნახევრიდან ათის ნახევრამდე დენი გათიშეს პარლამენტის შენობასა და მის ფასადზეც, რითაც საქართველოს საკანონმდებლო ორგანო ყოველწლიური გლობალური მასშტაბის ღონისძიებაში ჩაერთო. დედამიწის საათის გარემოსდაცვითი აქციის დროს, მილიონობით ადამიანი ერთი საათით უარს ამბობს ელექტროენერგიის გამოყენებაზე, რითაც დედამიწის მწვანე და უსაფრთხო მომავალს უჭერს მხარს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან