არ დავნებდები
ლევანი 21 წლისაა. ბავშვობაში ფიზიკოსობა სურდა, თუმცა საბოლოოდ კომპიუტერული გრაფიკა ისწავლა და დღეს ანიმატორია. ადრეულ ასაკში მოუწია ხობის დატოვება, 16-17 წლის ასაკში უკვე მუშაობდა პირველ შეკვეთებზე - დედაქალაქში. მრავალ პროექტს შორის ბავშვებისთვის საყვარელი - “ჟირაფი ჟოზეს” რამდენიმე სერიაც შექმნა. თბილისში, ოჯახიდან მოშორებული, პანდემიამ და კარანტინმა, ბერვ რამეზე დააფიქრა, - გადაწყვიტა ცხოვრება რადიკალურად შეეცვალა და ხობში დაბრუნდა. მთავარ მიზნად თანატოლებისთვის თავისი ცოდნის გაზიარება დაისახა. ლევანის ყოველდღიურობა გაჯერებულია მცდელობებით - გახადოს გარემო უკეთესი, თანატოლებს თუ მასზე უმცროსებს დაასწავლოს ყველაფერი, რაც იცის; ცდილობს მეგრული ენისა და კოლხური მითოლოგიის შენარჩუნებას, გადარჩენას - ქმნის სხვადასხვა მეგრულენოვან ანიმაციებს. ლევანის ცხოვრებაში გარდამტეხი როლი ქიმიის მასწავლებელმა მედეა ქობალიამ ითამაშა. მასწავლებელმა, რომელსაც სწამს, რომ - ყველა ბავშვში მზეა, მთავარია უფროსებმა მისცენ შესაძლებლობა - გაანათოს. დედაქლაქიდან ხობში დაბრუნება მარტივი არ ყოფილა, ჩასვლიდან დღემდე უამრავი ბარიერი და იმედგაცრუება იყო, მაგრამ ახალგაზრდა ანიმატორი დანებებას არ აპირებს! რეჟისორი: გიორგი მურვანიძე პროდიუსერი: ბაჩო გურაბანიძე ოპერატორები: გოჩა კვაჭაძე, გიორგი მურვანიძე მონტაჟი: გიორგი მურვანიძე დრონის ოპერატორი: გოჩა კვაჭაძე ფერის კორექცია: გიორგი ხომერიკი სინოფსისი: ვანცენტ ხაბეიშვილი #არდავნებდები
მსგავსი ვიდეოები
არ დავნებდები გარდაცვალებას - გიორგი ჩომახიძე
Giorgi chomakhidze
არ დავნებდები - გიორგი მურვანიძის დოკუმენტური ფილმი
Ajara TV
ზურა სალუქვაძე _ მე არ დავნებდები, მინდა გადარჩენა
ა. უ.
"უკრაინას ზურგს არ ვაქცევთ... ჩვენ არ დავნებდებით" | აშშ-ის...
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
Iva G ft. Keesunny - ქარიზმა
Iva G
Marcus Metreveli - Isev Menatrebi მარკუს მეტრეველი - ისევ მე...
MARCUS METREVELI Official
\u0026quot;ერთად ვიპოვით გზას და არასოდეს დავნებდებით მტერს!...
rezo rezo