ნინო კემულარია - ფეისბუქ ჯგუფის ,,კოვიდ კულინარია'' ადმინისტრატორი

05/07/2020
Radio Atinati-ის მიერ

მაშინ როდესაც მთელი მსოფლიო კორონავირუსს ებრძვის და სახლში დარჩენა ისევ აქტუალურია, ზუგდიდელმა ნინო კემულარიამ შინ გამოკეტილი დღეების გახალისება სცადა და სამზარეულოში სხვადასხვა რეცეპტის მოსინჯვა დაიწყო.

კერძების შინ მომზადების პროცესი მოეწონა და გადაწყვიტა სხვებისთვისაც გაეზიარებინა. ფეისბუკში ჯგუფი შექმნა და ზუგდიდელი დამწყები და გამოცდილი კულინარები მოიწვია.

,,თვითიზოლაციამ და დროის მოკვლის სურვილმა ბევრი ადამიანი შეიტყუა სამზარეულოში, მათ შორის ისეთი ადამიანები, რომლებიც საერთოდ ვერ მეგობრობენ ამ საქმიანობასთან, პოსტები და კომენტარები იმდენად სახალისო იყო, რომ სურვილი გამიჩნდა ამ ყველაფრისთვის ერთ სივრცეში თავი მომეყარა, თან ეს მცირე ემოცია, რომელიც მოაქვს ამ ყველაფერს, დღეს ისე საჭიროა, როგორც არასდროს’’ , - გვითხრა ნინომ.

რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI
Google+: https://plus.google.com/u/1/116211701...
Twitter: https://twitter.com/Atinati1059
Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან