მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის ყოფილი წინამძღვარი, მონაზონი სოსანა (ბოლქვაძე) და მორჩილი ნინო გამყრელიძე ამ დრომდე მონასტრის შესასვლელთან იმყოფებიან. მათ შესვლა აკრძალული აქვთ. ისინი ჭყონდიდის ეპისკოპოსმა, მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯიშვილმა გვიან ღამით გამოცემული ბრძანებით, მონასტრული წეს-განგების უხეში და დემონსტრაციული დარღვევების გამო, მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრიდან გარიცხა და სინანულისათვის ლასურიაშის ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტერში განაწესა. მიტროპოლიტის ბრძანება მათ გადაბარების კომისიის წევრმა, მიტროპოლიტის ძმამ, ივანე კალაიჯიშვილმა გააცნო და პირადი ნივთების გატანა და ბრძანების შესრულება მოსთხოვა. თუმცა მონაზონი სოსანა არ აპირებს მონასტრის დატოვებას მანამდე, სანამ არ მოხდება გადაბარების პროცესი. ივანე კალაიჯიშვილის მოთხოვნით, ეპარქიის რეზიდენციასა და საკათედრო ტაძარში შესასვლელი ჭიშკარი სამართალდამცველებმა ჩაკეტეს და არავის უშვებენ.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.