ტერაქტი ავღანეთში - სამიზნე ქალთა სკოლა

05/10/2021
Zaza Tsotniashvili-ის მიერ

08.05.21, ქაბული, აფეთქება ქალთა სკოლასთან - 55 დაღუპული და 150 დაჭრილი
ტერორიზმი თანამედროვე კონფლიქტის ერთ-ერთი აქტიური და გამანადგურებელი ფორმა, სამწუხაროდ, ავღანელთათვის ცხოვრების ნაწილადაა ქცეული.
ბომბი აფეთქდა, როცა სკოლის დასრულების შემდეგ სახლებისკენ გაემართნენ მოსწავლე გოგონები.
ბაშტებარჩი ქაბულის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს, მისი მოსახლეობის ძირითად ნაწილს შიიტი-ხაზარები შეადგენენ. რაიონი ხშირად გამხდარა სუნიტი ისლამისტი ბოევიკების სამიზნე.
შაბათს, ქალთა სკოლასთან მომხდარ აფეთქებაზე, რომელსაც ემსხვერპლა 55 და დაიჭრა 150 მოქალაქე, თალიბანი არ იღებს პასუხისმგებლობას. ისლამური სახელმწიფო, რომელიც არ მონაწილეობს თალიბებსა და ავღანეთის მთავრობას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში, ასევე დუმს.
ასეთ ფონზე აშშ-ის ჯარების გასვლა ქვეყნიდან აშფოთებს არა მხოლოდ ავღანეთის მთავრობას, არამედ მის მეზობელ ქვეყნებსაც.
ტაჯიკეთის პრეზიდენტი რახმონი საგანგებოდ ეწვია მოსკოვს და ავღანეთის საზღვართან უკონტროლო ვითარებაზე გააკეთა აქცენტები, პასუხად მიიღო პუტინის დაპირება, რომ რუსული 201-ე სამხედრო ბაზა ტაჯიკეთში გაძლიერდება.
აშშ-ის სამხედრო წარმომადგენლობა 11 სექტემბრამდე დატოვებს ავღანეთს. სავარაუდოდ, ავღანეთი კიდევ უფრო არასტაბილურ და სიცოცხლისთვის საშიშ ადგილად გადაიქცევა, რაც გაზრდის ლტოლვილთა ნაკადს დასავლეთის მიმართულებით.
ასევე იხ.:    • გამანადგურებელ F35-ის ვერტიკალური დაშ...  
#ტერორიზმი
#კონფლიქტი #ჰიბრიდულიომი #საინფორმაციოომი #InformationWarfare #ИнформационнаяВойна
#ზაზაცოტნიაშვილი #ZazaTsotniashvili
#საინფორმაციოომებიდასაზოგადოება

ვიდეოები „Zaza Tsotniashvili"-ისგან