ავღანეთში ტერაქტის მსხვერპლთა რაოდენობა იზრდება
„თალიბანის“ კონტროლქვეშ გადასული და ტერორისტების სამიზნე ქალაქი - ქაბულში მსხვერპლის რაოდენობა ყოველ საათში იზრდება. ამ წუთის მონაცემებით, ავღანეთის დედაქალაქის აეროპორტში ტერორისტული აქტის შედეგად 170 ადამიანია დაღუპული. უმეტესობა ავღანელია, ტერაქტმა იმსხვერპლა 13 ამერიკელი სამხედრო, დაიჭრა 200-მდე ადამიანი. „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ მოწყობილი აფეთქებების და ტერაქტების გაზრდილი რისკების მიუხედავად, ქვეყნიდან გასაქცევად ქაბულის აეროპორტში მოქალაქეთა ნაკადები სულ უფრო იზრდება. ევაკუაციის პროცესი ცოტა ხნის წინ განახლდა, თუმცა ჯერ ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, მოესწრება თუ არა 31 აგვისტომდე წასვლის მსურველთა დროული გაყვანა. ამერიკის პრეზიდენტმა უკვე გასცა განკარგულება, რომ პენტაგონმა ტერორისტების ლიდერებსა და ინფრასტრუქტურაზე იერიშები მოამზადოს. ქვეყანაში „თალიბანის“ დღის წესრიგი მყარდება, 20-წლიანი პაუზის შემდეგ, მმართველობაში დაბრუნებული რადიკალური დაჯგუფება ყოველდღე ახალ შეზღუდვებს და მოთხოვნებს აწესებს. ავღანეთში შექმნილ ვითარებას გაერო კატასტროფულს უწოდებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ვითარება ავღანეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რატომ მიდიან ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში?
Nino Narimanishvili
ავღანეთში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შორის ქა...
PalitraNews
ავღანეთში ტერაქტის დროს 3 ქართველი სამხედრო დაიჭრა
TV IMEDI
ავღანეთში საევაკუაციო პროცესის დამთავრებამდე სულ უფრო ცოტა დ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გუანტანამოს ციხის პატიმართა ბედი
Euronews Georgia
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ავღანეთში ტერაქტს 50 ადამიანი ემსხვერპლა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster