თურქეთში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი იზრდება
თურქეთში მიწისძვრიდან 11 დღის შემდეგ, ჰათაის პროვინციაში, ნანგრევებიდან სამი ადამიანი ამოიყვანეს. მათგან ერთ-ერთი 45 წლის მამაკაცი დანგრეული კორპუსიდან 278 საათის გასვლის შემდეგ იპოვეს. სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი კი თურქეთში 40 ათასს უახლოვდება. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, სამძებრო სამუშაოები 20 000-ზე მეტ დანგრეულ შენობაში გრძელდება. სტიქიის ზონაში ამჟამად 264 000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს, მათ შორის 65 ქვეყნიდან ჩასული 5 ათასზე მეტი მაშველი. სტიქიისგან დაზარალებულ რეგიონებში სხვადასხვა ქვეყნიდან 70 000 კარავი გაიგზავნა, დამატებით 55 000 კარავს კი უახლოეს მომავალში ჩაიტანენ. მსხვერპლის რაოდენობა იზრდება თურქეთის მეზობელ სირიაშიც - ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში სტიქიას 5 800-ზე მეტი მოქალაქე ემსხვერპლა. ორივე ქვეყანაში დაღუპულების რაოდენობა 45 000-ს აჭარბებს. 9 თებერვლის შემდეგ, თურქეთიდან ჩრდილო-დასავლეთ სირიაში ჰუმანიტარული დახმარება გაერო-ს 178-მა სატვირთო მანქანამ შეიტანა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
დამანგრეველი მიწისძვრა თურქეთში - ბოლო ინფორმაცია სტიქიის ზო...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სამხრეთ თურქეთში მომხდარი მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი გაიზა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი 41ათასს აჭა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დამანგრეველი მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დამანგრეველი მიწისძვრის შედეგები თურქეთსა და სირიაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ძლიერი მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დამანგრეველი მიწისძვრა თურქეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შესახებ სიცრუე ამოტივტივდა
შემოქმედებითი საზოგადოება საქართველო