ოკუპირებულ ახალგორში შესვლაზე შეზღუდვა ნაწილობრივ მოიხსნა

21.04.2022 04:03

ჩაკეტილი გადასასვლელი ორი წლის და ექვსი თვის შემდეგ პირველად გაიხსნა. სადღესასწაულო დღეებში ახალგორში შესვლაზე შეზღუდვები აღარ იმოქმედებს. დღეიდან ორშაბათის ჩათვლით ოკუპირებულ რაიონში შევა ყველა, ვისაც საოკუპაციო რეჟიმის მიერ გაცემული ე.წ. პასპორტები და ე.წ. საშვები აქვთ. ეს იქნება პირველი შემთხვევა 2019 წლის სექტემბრის შემდეგ, როცა მოქალაქეები ხანგრძლივი შეზღუდვის შემდეგ ნათესავების მონახულებას და ახლობლების საფლავებზე გასვლას შეძლებენ. სწორედ ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვის და გადაადგილებაზე დაწესებული უკანონო შეზღუდვის გამო ოკუპირებულ რაიონში ჰუმანიტარული მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, ადგილობრივები კი იზოლაციაში მოექცნენ და რაიონის დატოვებას სამედიცინო სერვისების მისაღებადაც კი ვერ ახერხებდნენ. საერთაშორისო ორგანიზაციების არაერთი მოწოდების მიუხედავად, დე-ფაქტო რეჟიმი ახალგორის გახსნაზე უარს აცხადებდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ოკუპირებულ ახალგორში მედიკამენტებისა და სურსათის დეფიციტია
01:38

ოკუპირებულ ახალგორში მედიკამენტებისა და სურსათის დეფიციტია

TV IMEDI

თამარ გიგაური ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს
01:33

თამარ გიგაური ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ოკუპირებულ ახალგორში, გზის ჩაკეტვის გამო, ექიმის დახმარების გარეშე დარჩენილი ადამიანი გარდაიცვალა
00:46

ოკუპირებულ ახალგორში, გზის ჩაკეტვის გამო, ექიმის დახმარების...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

ვითარება ოკუპირებულ ახალგორში
01:54

ვითარება ოკუპირებულ ახალგორში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ოკუპირებულ ახალგორში დაშავებული ქალი ამ დრომდე ცხინვალის საავადმყოფოში რჩება
05:34

ოკუპირებულ ახალგორში დაშავებული ქალი ამ დრომდე ცხინვალის საა...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ვითარება ოკუპირებულ ახალგორთან
01:10

ვითარება ოკუპირებულ ახალგორთან

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

შემთხვევა ოკუპირებულ ახალგორში
00:47

შემთხვევა ოკუპირებულ ახალგორში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ოკუპირებულ ახალგორში ე.წ. მესაზღვრეებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
02:20

ოკუპირებულ ახალგორში ე.წ. მესაზღვრეებმა საქართველოს ორი მოქა...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო