თამარ ბაჩალიაშვილი მისი ცხედრის ტყეში პოვნაზე საუბრობს - ჟურნალისტმა ვიდეოს დეტალებზე ისაუბრა

09/18/2020
MULTIMEDIA GE-ის მიერ

მთავარმა პროკურატურამ, ჟურნალისტებს, დახურულ ფორმატში წარუდგინა თამარ ბაჩალიაშვილის პირადი ვიდეოები, რომელშიც ის საკუთარ თავს ესაუბრებოდა. ვიდეოს ცალკეულ დეტალებზე ისაუბრა TV \"პირველი\"-ს ჟურნალისტმა ნანუკა ქაჯაიამ, რომელმაც განაცხადა, რომ თამარ ბაჩალიაშვილი ამ მასალაში საუბრობს თავის მოკვლაზე და ამბობს, რომ არ უნდა მისი ოჯახი ცუდ მდგომარეოაბში ჩააყენოს, როდესაც მათ ტყეში მოუწევთ მისი ცხედრის პოვნა. 

როგორც ჟურნალისტი გადმოსცემს, ამ ვიდეოში ბაჩალიაშვილი იმასაც ამბობს, რომ ის მაქსიმალურად ეცდება თავი არ მოიკლას, თუმცა მაინც თუ გააკეთებს ამას, ოჯახს უხდის ბოდიშს.

მოიწონეთ ჩვენი გვერდი ფეისბუქზე, მიჰყევით ამ ბმულს: https://bit.ly/2D9tHM9
MULTIMEDIA.GE - მულტიმედია

ვიდეოები „MULTIMEDIA GE"-ისგან