თამარ ბაჩალიაშვილის საქმე - ახალი დეტალები
23 წლის გოგონას ბურუსით მოცული გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე დადგენილი არ არის. წინასწარი ოფიციალური ვერსიით, თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარზე გარეგნული დათვალიერებისას ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღის გამოყენების კვალი არ იძებნება. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მომზადებამდე ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს და ცხედრის პოვნამდე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების კუთხით გამოძიებასთან პრეტენზიები აქვს. ამიტომ შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტების გაკეთება უწევს, თუ რატომ არ მოექცა 18-დან 22 ივლისამდე მიმდინარე საძიებო სამუშაოების არეალში თეთრიწყაროს რაიონის სოფელ მაწევანის მიმდებარე ტერიტორია, სადაც თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი მწყემსმა იპოვა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე, შეტყობინების შესვლიდან მეორე დღეს დაიწყო. რაც შეეხება კითხვას, - რატომ ვერ მოხერხდა ცენტრალური გზიდან საკმაოდ ახლოს მდგომი ავტომობილის დროულად პოვნა, - უწყების განმარტებით, გარდაცვლილის მანქანას ინტენსიურად ეძებდნენ სოფელ ხაიშის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ის ჭკვიანმა კამერამ ბოლოს დააფიქსირა. საბოლოდ კი ავტომობილი ამ ადგილიდან 15 კილომეტრის მოშორებით აღმოჩნდა. პირველადი დათვალიერების შემდეგ, ცხედრის ექსპერტიზის საბოლოო პასუხამდე, გამოძიება ელოდება იმ კომპიუტერების ექპერტიზის შედეგებს, რომლებიც გარდაცვლილის სამუშაო ადგილიდან ამოიღეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ვიღაცამ უნიჭო სცენარი დადგა - თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ახა...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
სამი ვიდეო და სამი მაღალჩინოსანი - რა საიდუმლო ფაილები ნახა...
Formula News
პოლიტმეტრი - 28 ივლისი
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბაჩალიაშვილის დედა: შავი მაისური ეცვა და რატომღაც გარდაცვლილ...
Formula News
შაბათის ფორმულა - 25 ივლისი
თამარ ბაჩალიაშვილის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ახალი ფაქტები და ახალი ფიგურანტი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia