გაუჩინარებული თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს

22.07.2020 01:48

რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ფონიჭალიდან იუწყება, ამის შესახებ სამართალდამცველებმა ოჯახის წევრებს ცოტა ხნის წინ აცნობეს. მაშველებმა გოგონა თეთრიწყაროს ტყეში ნახეს. თამარ ბაჩალიაშვილს რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ, ის სახლიდან საკუთარი ავტომობილით შაბათს გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა. თამარ ბაჩალიაშვილი პროგრამული უზრუნველყოფის ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: