23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს
ბურუსით მოცული კიდევ ერთი ტრაგიკული ფაქტი. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ხუთდღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროში, საკუთარი ავტომობილის უკანა სავარძელზე გარდაცვლილი ნახეს. ეს ადგილი დაახლოებით 70 კილომეტრშია ფონიჭალიდან, სადაც გოგონა ცხოვრობდა და ახლოსაა იმ სოფელთან, სადაც თამარის მანქანა კამერებმა ბოლოს დააფიქსირეს. ოჯახი მკვლელობის ვერსიას განიხილავს და საეჭვო გარემოებებზე საუბრობს. გარდაცვლილის ახლობლებს საძიებო სამუშაოების გახანგრძლივების გამო პრეტენზიები აქვთ გამოძიებასთანაც. ოჯახის ადვოკატის ინფორმაციით, გოგონას ცხედარი მწყემსმა იპოვა. კომპანია „ზეგში“, რომელიც გარდაცვლილის ერთ ერთი სამუშაო ადგილი იყო, აცხადებენ რომ თამარ ბაჩალიაშვილს თანამშრომლებთან კონფლიქტი არ ქონია, მას დატვირთული სამუშაო გრაფიკი ჰქონდა და ამ მიზეზით სამსახურიდან წასვლას გეგმავდა. კომპანიის ოფისში საგამოძიებო მოქმედებები უკვე ჩატარდა. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რა გახდა 23 წლის გოგონას გარდაცვალების მიზეზი. ცხედარი ექსპერტიზაზე უკვე გადაასვენეს. საქმეში ოჯახის მოთხოვნით ჩაერთო დამოუკიდებელი ექსპერტიც. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ გარდაცვლილის მანქანაში ნაპოვნია წერილები და მედიკამენტები. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
გაუჩინარებული თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
23 წლის ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თამარ ბაჩალიაშვილის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მიხეილ რამიშვილის ბრიფინგი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
23 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბაჩალიაშვილის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster