ბაჩალიაშვილის საქმე
ცნობილი ხდება ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე რეზონანსულ საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნები. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგებით, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მიზეზად მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია სახელდება. ამავე დასკვნამ წამლის ინექციის გზით მიღების ალბათობა გამორიცხა. საქმეში დევს აუდიო და ვიდეო-ჩანაწერებიც, სადაც თამარი პირად ურთიერთობაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს. სწორედ ამ მასალებზე დაყრდნობით პროკურატურა თვითმკვლელობის ვერსიას განიხილავს, თუმცა ოჯახი და ადვოკატები დღეს გასაჯაროებულ დასკვნებს არ ენდობიან. არაერთი მოთხოვნის შემდეგ ადვოკატის მხრიდან დღეს პირველად დასახელდა იმ პირის ვინაობა, რომლის მიერ მიწოდებული სატელიტური ფოტოები გამოძიებამ დღეს გაყალბებულად გამოაცხადა და კონკრეტული შეუსაბამობებიც მიუთითა. გამოძიებით ასევე მოპოვებულია თამარ ბაჩალიაშვილის 18 ივლისის გადაადგილების მარშრუტი, რომელიც დასტურდება მის მიერ „გუგლის“ ანგარიშზე გააქტიურებული „თაიმლაინის“ მონაცემებით. ბაჩალიაშვილი რამდენიმე სოფლის გავლით მარნეულის მიმართულებით მიდის. ბოლო ლოკაციიდან სოფელ გოლთეთიდან კი ბრუნდება რუსთავის გზატკეცილზე და აგრძელებს გზას თეთრიწყაროს მიმართულებით, გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ, სოფელ მაწევანთან მისი ავტომანქანა ჩერდება ბუჩქებს შორის არსებულ ადგილზე. ეს ლოკაცია გარდაცვლილის „გუგლის“ ანგარიშის მიხედვით, სწორედ ის ადგილია, სადაც 22 ივლისს, საკუთარ ავტომანქანაში თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი იპოვეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ბაჩალიაშვილის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბაჩალიაშვილის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბაჩალიაშვილის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბაჩალიაშვილის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბაჩალიაშვილის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბაჩალიაშვილის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბაჩალიაშვილის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბაჩალიაშვილის საქმე
Formula News