NATO-ს სამიტი ვაშინგტონში
საქართველო ნატოსგან ახალ გზავნილებს ელოდება. ვაშინგტონში საიუბილეო სამიტი გაიხსნა. ქართული დელეგაციის მოლოდინია, რომ ალიანსში ქვეყნის ინტეგრაციის პროცესი დეკლარაციის ტექსტში სათანადოდ აისახება და პროგრესი აღიარებული იქნება. სამიტის ფორმატიდან გამომდინარე, ქართული მხარე გაწევრიანების თარიღსა და შანსებზე კონკრეტიკას ნაკლებად ელის. შეხვედრები დაიწყო. ცოტა ხნის წინ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნატოს სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა. ხვალ ილია დარჩიაშვილი ორგანიზაციის წევრი და პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას დაესწრება. უსაფრთხოების გაზრდილი რისკების, გეოპოლიტიკური დაძაბულობის და გლობალური გამოწვევების ფონზე, სამიტის დღის წესრიგი საკმაოდ დატვირთულია. რუსეთ-უკრაინის ომი და უკრაინის დახმარების საკითხი ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. ბუნებრივია, დიდი ინტერესია უკრაინის წევრობის საკითხის მიმართაც. წაიწევს თუ არა ომში მყოფი ქვეყანა გაწევრიანების გზაზე წინ და რა ფორმულირება იქნება გამოყენებული კომუნიკეს საბოლოო ტექსტში - ერთ-ერთი მთავარი კითხვაა. ნატოს გენერალური მდივნის რანგში სამიტს ბოლოჯერ დაესწრება იენს სტოლტენბერგი. „მოამბე“ ვაშინგტონიდან, - ანა ბროლაძე აშუქებს ნატოს სამიტს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
NATO-ს სამიტი საქართველოს გარეშე | ვაშინგტონში განხილვის მთა...
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
#მოამბე 21 საათზე, 9 ივლისი, 2024 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
NATO-ს საიუბილეო სამიტი
Formula News
კომენტარი სოფო ზურაბიანთან ერთად — 11 ივლისი
NATO-ს გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
NATO-ს სამიტი
TV IMEDI
NATO-ს სამიტი ბრიუსელში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
Nato-ს სამიტი შეხვედრები და რასმუსენის გამოსვლა
TV IMEDI