ვითარება სოფელ ჩორჩანასთან


საოკუპაციო ხაზთან სიმშვიდეა. ხაშურის რაიონის სოფელ ჩორჩანაში მოწყობილ პოლიციის საგუშაგოსთან ამ დროისთვის მხოლოდ სამართალდამცველები რჩებიან. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა დასახლება უკვე დატოვეს.

ბლოკ-პოსტი, რომელიც სიტუაციის გამწვავებისა და დე ფაქტო რეჟიმის უკმაყოფილების მიზეზი გახდა, ჩორჩანაში, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს. საგუშაგო ადგილმდებარეობას არ შეიცვლის და ადგილზე დარჩება, მისი ერთადერთი ფუნქცია კი უსაფრთხოების უზრუნველყოფა იქნება - ასეთია ოფიციალური თბილისის პოზიცია, რაც დე ფაქტო რეჟიმისთვის ისევ მიუღებელია. ჩორჩანას მოსაზღვრე ოკუპირებულ სოფელ წნელისში მთელი დღის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალები პატრულირებდნენ.  

გენო ოსიყმაშვილი მუშაობს ადგილზე - რა ვითარებაა დღის ბოლოს ჩორჩანაში?
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან