ვითარება სოფელ ჩორჩანასთან - ბოლო ინფორმაცია ადგილიდან

30.08.2019 06:39

სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო რეჟიმისა და ქართული მხარის წარმომადგენლების შეხვედრა ჩაინიშნა. აუდიენციაში მონაწილეობას ეუთო-სა და ევროკავშირის წარმომადგენლები მიიღებენ, რომლებიც ერგნეთის შეხვედრებშიც მონაწილეობენ. ინფორმაციას ადასტურებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. სოფელ ჩორჩანას საგუშაგოსთან ამ დროისთვის სიმშვიდეა და ვითარება სტაბილურია. ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლების ულტიმატუმის ვადა, ქართული პოსტის გაუქმების შესახებ, 06:00 საათზე ამოუწურა. დაახლობით ერთი საათის წინ ისმოდა სროლის ხმა, თუმცა საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის განცხადებით, აღნიშნული, შესაძლოა, ნადირობის სეზონს უკავშირდებოდეს. ადგილზე იმყოფებიან შსს-სა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები. გურამ როგავა დეტალებით. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: