პოლარიზაციის შემცირება - პოლიტიკური პოზიციები

14.12.2021 06:54

ეროვნული შერიგების იდეა და პრეზიდენტის ბოლო მიმართვა ქართულ პოლიტიკურ დღის წესრიგში აქტუალურ თემად რჩება. სწორედ შერიგებისკენ მოწოდებად აღიქვეს პოლიტიკურ სპექტრში დემოკრატიის სამიტზე სალომე ზურაბიშვილის მიმართვა, რომელიც ეროვნული მასშტაბით საუბრის დაწყებას ეხებოდა. პროგნოზები არაერთგვაროვანია. ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია ხელისუფლებას შერიგებას სთავაზობს, თუმცა საპროტესტო აქციებსაც აანონსებს. მთავარ პოლიტიკურ აქტორებს შორის განსხვავებულია შერიგების აღქმაც. თუ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ შერიგებისკენ გზა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაზე გადის, მმართველი გუნდისთვის ის საზოგადოების წინაშე ბოდიშის მოხდასთან, შეცდომების და დანაშაულების აღიარებასთან და პოლიტიკური სივრციდან წასვლასთან ასოცირდება. შერიგების მიმართ სკეპტიკური განწყობაა დანარჩენ ოპოზიციაშიც. პრეზიდენტის ბოლო გზავნილი დეპოლარიზაციის შესამცირებლად ფართო დიალოგის დაწყებად მიიჩნია ამერიკის საელჩომ, რომლის გზავნილი პოლიტიკური სპექტრის მიმართ უცვლელია - არჩევნების შემდეგ არჩეული ლიდერების პარლამენტში ერთობლივი მუშაობა.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

პრეზიდენტის განცხადება და გამოხმაურება
07:33

პრეზიდენტის განცხადება და გამოხმაურება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ინტერვიუ დავით ზალკალიანთან
13:20

ინტერვიუ დავით ზალკალიანთან

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საქართველოს ევროპული პერსპექტივა
07:34

საქართველოს ევროპული პერსპექტივა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ევროინტეგრაცია - პოლიტიკური თანხმობის ინიციატივა
05:25

ევროინტეგრაცია - პოლიტიკური თანხმობის ინიციატივა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან
10:05

შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ევროკავშირის რეკომენდაცია და ოპოზიციის სამოქმედო გეგმა
08:31

ევროკავშირის რეკომენდაცია და ოპოზიციის სამოქმედო გეგმა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის გზავნილები საქართველოს
08:26

ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის გზავნილები საქართველოს

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი და გზავნილები
06:31

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი და გზავნილები

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო